მოსამართლე ცაცუამ ლანა გალდავა 5 ათასი ლარით დააჯარიმა

21.03.25 11:52
მოსამართლე ცაცუამ ლანა გალდავა 5 ათასი ლარით დააჯარიმა

სასამართლომ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა 5 ათასი ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს რეჟიმი 20 იანვრის აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

გალდავას და მის უფლებადამცველს სხდომაზე მიტანილი ჰქოდნათ მტკიცებულებები, რომ პოლიტიკოსი აღნიშნულ დროს რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, თუმცა ეს მოსამართლემ არ გაითვალისწინა და გალდავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. 

მსგავსი სიახლეები