მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ სენატორ რიშთან მიმართებით ტრამპის გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან კავშირი არ აქვს
"ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ სენატორ რიშთან დაკავშირებით ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ ამერიკის შიდა საქმეებს ეხება და საქართველოსთან კავშირი არ აქვს.
ივანიშვილის გუნდის წევრი ისე ირწმუნება, რომ "ოცნება" ამერიკასტან ურთიერთობების გადატვირთვას შეძლებს.
გავეცანი ამ პოსტს და თუ არ ვცდები, აშშ-ს პრეზიდენტი კონკრეტულ კონგრესმენის მისამართით არ იშურებს კეთილ სიტყვას იმ შტატთან და საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენს ეს კონგრესმენი და სადაც დონალდ ტრამპმა არჩევნებზე მაღალი რეიტინგი აჩვენა.
ეს არის აშშ-ს შიდა საქმეები და შიდა მოცემულობა, რომელიც ყველაზე კარგად იციან აშშ-ს პრეზიდენტმა და კონგრესმა. ასე რომ, ამ თემატიკას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ჩვენ აშშ-თან გვაქვს არსებითად ურთიერთობების გადატვირთვის იმედი და მას, პირველ რიგში, ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში გამარჯვებას, - ამბობს მათიკაშვილი.
დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის სესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია.