კიდევ ერთი დასტური, რომ "ოცნების" პოლიტიკა აშშ-ს პოლიტიკასთან თანხვედრაში არ არის - გეგელია ტრამპის განცხადებაზე
კიდევ ერთი დასტური, რომ "ოცნების" პოლიტიკა აშშ-ს პოლიტიკასთან თანხვედრაში არ არის, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ტრამპი განცხადებას, რომელმაც "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს, სენატორ რიშს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, აშშ-ს პრეზიდენტმა მყარი მხარდაჭერა გამოუცხადა პირს, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება "მოსყიდულს" და "აგენტს" უწოდებს და რომელიც, ამავე დროს, "მეგობარი აქტის" ინიციატორია.
ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ არის თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან, რომელმაც, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ძალიან მაღალი დონის მხარდაჭერა გამოუცხადა სენატორ ჯიმ რიშს. სწორედ იმ პიროვნებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ რეგულარულად და სისტემატიურად ესხმის თავს, რომელსაც „ქართული ოცნება“ უწოდებს "მოსყიდულს" და „აგენტს“ და რომელიც, ამავე დროს, არის „მეგობარი აქტის“ მთავარი ინიციატორი, - ამბობს გეგელია.
დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის სესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია.