მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

21.03.25 15:55
მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ჩიკვაიძე „გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე“.

გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ მან ამხილა და კონკრეტულად გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები „ეფესბესთან“ და მისი კურატორი დაასახელა.

ის უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. მინდა მოვუწოდო მას შეწყვიტოს შიმშილობა. ის გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე.

გიორგი მოგიწოდებ ბრძოლის გაგრძელებისკენ სხვა მეთოდებით“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.