“ოცნების“ მტკიცებით, ტრამპმა ჯიმ რიში “წაახალისა“
დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ჯიმ რიშს - ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ “ოცნების“ სანქცირების დოკუმენტის მხარდამჭერი სენატორი ამერიკის პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებით უბრალოდ “წაახალისაა.“
“ოცნების “დეპუტატებმა ჯიმ რიში ისევ გლობალური ომის პარტიის წევრად გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ის საქართველოს ინტერესების დამცველი არასდროს ყოფილა.
“ოცნება“ ირწმუნება, რომ ტრამპის გზავნილი შიდა ამერიკული საკითხია და საქართველოსთან ურთიერთობას არ ეხება.
ჯიმ რიში არასდროს ყოფილა საქართველოს ინტერესების დამცველი, ის იყო “დიფ სტეიტის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომლებიც მათ ინტერესებს ახმოვანებდა. ამერიკის კონგრესში და სენატში ტრამპს თავისი მხარდამჭერები სჭირდება და ვის როგორ დაეხმარება და მხარდაჭერას აღუთქვამს, ეს მათი საქმეა, მე იგივე პოზიცია მაქვს, რიში არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. თეთრი სახლიდან რომელიმე სიტყვა გაგიგიათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ თუ შეძლო “დიფ სტეიტის“ დამარცხება, ზუსტად ვიცი, ეს ურთიერთობები გჰადაიტვირთება, თუ ვერ შეძლეს სამწუხარო იქნება“, - ამბობს ზარქუა.
დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".