ამ ფაქტის შემდეგ, ტონი უნდა შეცვლილიყო და ბოდიშიც უნდა მოეხადათ-ხიდაშელი ტრამპის განცხადებაზე

21.03.25 17:50
ამ ფაქტის შემდეგ, ტონი უნდა შეცვლილიყო და ბოდიშიც უნდა მოეხადათ-ხიდაშელი ტრამპის განცხადებაზე

ამ ფაქტის შემდეგ, ტონი უნდა შეცვლილიყო და ბოდიშიც უნდა მოეხადათ, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ტრამპის განცხადებას, რომელმაც "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს, სენატორ რიშს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ხიდაშელი ამბობს, რომ “ოცნების“ მხრიდან არ არსებობს არავითარი კომუნიკაციის ხაზი, “მათ არ ჰყავთ პარტნიორი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში“.

მას შემდეგ,რაც სენატორი რიში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად სენატში, ეს ამბავი გახდა აბსოლუტური მოცემულობა და ფაქტი, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ანგარიშგასაწევი სენატორი. ამ ფაქტის შემდეგ, ტონი უნდა შეცვლილიყო და ბოდიშიც უნდა მოეხადათ. არ არსებობს არავითარი კომუნიკაციის ხაზი, მათ არ ჰყავთ პარტნიორი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში. ადამიანებს რომ ველაპარაკებით, პირველად მაქვს განცდა, რომ პირად შეურაცხყოფად აქვთ მიღებული  უამრავი რამ, რაც თბილისიდან ისმის, - განაცხადა ხიდაშელმა.

დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის სესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს. 

ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია.