"ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა - ტრამპი რეჟიმის კრიტიკოს სენატორს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

21.03.25 20:20
"ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა - ტრამპი რეჟიმის კრიტიკოს სენატორს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

სენატორი, რომელსაც ივანიშვილის გუნდმა ხან ომის პარტიის წევრობა დააბრალა, ხან უკულტურო და მატყუარა ეძახა და ხანაც უფრო სალანძღავი სიტყვებით შეამკო, ამერიკის პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი ჯიმ რიშია. დონალდ ტრამპი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს სპეციალურ განცხადებას უძღვნის და წერს, რომ რიში ტრამპისთვის სანდო და საიმედო პოლიტიკოსია.  

ამ განცხადებით ტრამპა მხარი დაუჭირა რიშს, რომ ის ისევ იყოს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ანუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფიგურა.

რიშის განწყობები "ქართული ოცნების" მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. ის არის "მეგობარი აქტის" ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ემხრობა. 

ჯიმ რიში დიდი ხანია საქართველოს მეგობარია. თინა ხიდაშელი 2012-ში მასსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობას იხსენებს და ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერს ის საიმედო პარტნიორად მიაჩნდა. შემდეგ იყო რუსული კანონი და მას მოყოლებული დემოკრატიული უკუსვლა, რაზეც "ოცნებისადმი" კრიტიკა რიშს არ შეუჩერებია.

ტრამპის მხარდაჭერილი სენატორი "მეგობარი აქტის" განხილვას მომდევნო კვირაში დაიწყებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ტრამპის დღევანდელი განცხადების შემდეგ გამორიცხულია  "ქართლი ოცნებისთვის" ყველაზე არასასურველი დოკუმენტის დამტკიცებას სენატში წინააღმდეგობა შეხვდეს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები