კობახიძის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი ნაგებობები 1 ლარად გადაეცა
სახელმწიფომ საპატრიარქოს თბილისში, დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე 2 014 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა ნაგებობები გადასცა.
მიწის ნაკვეთი და შენობები საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.
შესაბამის განკარგულებას ხელი "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 17 მარტს მოაწერა.