"MEGOBARI ACT"-ის მხარდასაჭერად ქუჩაში ბევრი ადამიანის გამოსვლა გზავნილი იქნება, რომ ვაშინგტონთან მეგობრობა მნიშვნელოვანია - სამადაშვილი

21.03.25 22:39
"MEGOBARI ACT"-ის მხარდასაჭერად ქუჩაში ბევრი ადამიანის გამოსვლა გზავნილი იქნება, რომ ვაშინგტონთან მეგობრობა მნიშვნელოვანია - სამადაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "MEGOBARI ACT"-ის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თბილისში, 22 მარტს, დოკუმენტის მხარდასაჭერად დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღონ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მასშტაბური მარში და ქუჩაში უამრავი ხალხის გამოსვლა იმის დემონსტრირება იქნება, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქართველებს ოფიციალურ ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა სურთ. 

აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ზეწოლის ბერკეტები გაძლიერდეს, რათა სწრაფად მივაღწიოთ ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ხვალ მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანი გამოვიდეს მეგობარი აქტის მხარდასაჭერად, რადგან ეს ერთგვარი გზავნილი იქნება ქართველი ხალხისგან ვაშინგტონისთვის, რომ ჩვენთვის დღეს ვაშინგტონის მეგობრობა მნიშვნელოვანია. დღეს, ჩვენ როდესაც არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და რუსულ რეჟიმს აქვს ძალაუფლება მიტაცებული, ხალხმაც უნდა იკისროს დიპლომატების ფუნქცია გარკვეულ წილად, ამ შემთხვევაში სამოქალაქო აქტიურობით". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისში, აშშ-ის მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშილის მოედნიდან მსვლელობას გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები