პრეზიდენტი ზურაბიშვილი: დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე სტუდენტების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს - სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს".
ტერორი საქართველოში. დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს: სტუდენტი გოგონები საპროტესტო აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, ახალგაზრდის ახლობლების ინფორმაციით, სტუდენტს წინასწარი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში დატოვებენ.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".