ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - ოპოზიციაში პირველ კომენტარებს აკეთებენ
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - ხელისუფლების ოპონენტები 2024 წლის დეკემბერში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გავლენიანი ორგანიზაციის მოსაზრებებს სრულად იზიარებენ.
კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები მხოლოდ ერთს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ ხელისუფლების უზურპაციასა და ძალაუფლების უკანონო გზით გახანგრძლივებას ემსახურება.
ვენეციის კომისიის მსგავსად, პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ ცვლილებები კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს მნიშვნელოვნად არღვევს.
ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რაც მიღებული არის ქმედუუნარო პარლამენტის მიერ, ემსახურება ერთადერთ მიზანს და ეს არის "ქართული ოცნების" მიერხელისუფლების გახანგრძლივება და უზურპაცია. მათ რომ შიში არ ჰქონდეთ ქართველი ხალხის, მათ რომ არ ჰქონდეთ შიში დემოკრატიის პროცესების, ცხადია, ასეთი მიმართულებით არ ექნებოდათ გამალებული მუშაობა და არ მიიღებდნენ უსამართლო და დრაკონულ კანონებს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები, როგორც ჩვენ ვამბობდით და აწ უკვე ვენეციის კომისია ამბობს, ეწინააღმდეგება და არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპს", - ამბობს ლანა გალდავა.
ამავე პოზიციას იზიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ანა კობახიძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ვენეციის კომისიაც უსვამს ხაზს, არის სწორედ ის, რომ ცვლილებები არალეგიტიმურმა პარლამენტმა ერთპარტიულად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე მიიღო.
უკვე, როცა არალეგიტიმური პარლამენტი მარტო დარჩა პარლამენტში, უცებ გადაწყვიტა, რომ 2017 წელს მოქმედი წესი დაებრუნებინა, სადაც მმართველი პარტიის დომინირება იქნებოდა უფრო მეტი, უფრო მეტად გაძლიერებული იქნებოდა თვითმმართველობის ორგანოების. აქედან გამომდინარე ეს პირველი დასკვნა ამას ეხება. ის, რომ მხოლოდ "ქართული ოცნების" ე.წ. დეპუტატების მიერ არის მიღებული ცვლილებები, ეს არის ასევე პრობლემა, რადგან როგორ ვით საარჩევნო კოდექსი არის ის დოკუმენტი, სადაც სჭირდება ფართო კონსესუსი განხორციელებულ ცვლილებეს", - ამბობს ანა კობახიძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე კი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ოპოზიციას უსამართლო პირობებში აყენებს.
"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე დაბრუნდებოდა 2017 წლის არჩევნების სისტემასა და მოდელს, რაც გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო ოლქები იქნება განაწილებული ისე, როგორც იყო 2017 წელს. ანუ, უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქი იქნება და "ქართულ ოცნებას" ეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს მაჟორიტარული ოლქები ისე დაალაგოს, რომ მისთვის სასარგებლო იყოს. ჩვენ ვიცით 2012 წლის გამოცდილებით, რომ მან მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობა ოპოზიციასთან წააგო. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლის საკითხი ახლა არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან იმ ორი მოთხოვნის გარეშე, ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა", - ამბობს თენგო თევზაძე.
ვენეციის კომისია 2024 წლის დეკემბერში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს - კომისია წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებები არადემოკრატიულ გარემოში მიიღო.
მათივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ცვლილებები არა ერთპარტიულად ყოფილიყო დამტკიცებული, არამედ ფართო წრეში განეხილათ და პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ჰქონოდა.
ვენეციის კომისიაში ფიქრობენ, რომ ცვლილებებით კონსტიტუციური სამართლის უამრავი პრინციპი ირღვევა, სწორედ ამიტომ გავლენიანი ორგანიზაცია მოითხოვს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დაუყოვნებლივ გაუქმდეს.
რა რეკომენდაციებს გასცემს ვენეციის კომისია? - სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".