"მდინარაძის პოსტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი კვლავ შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ფონს გასვლას" - აქუბარდია

22.03.25 15:09
"მდინარაძის პოსტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი კვლავ შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ფონს გასვლას" - აქუბარდია

"მდინარაძის პოსტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი კვლავ შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ფონს გასვლას" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია "ქართული ოცნების" მიერ ჯიმ რიშისთვის ულტიმატუმის წაყენებას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს, რის გამოც "ოცნება" "საკუთარი უსუსურობის გაყიდვას"  პროპაგანდით ცდილობს. 

მდინარაძის პოსტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი კვლავ შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ფონს გასვლას იმ ფონზე, როდესაც ამერიკასთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ და ცდილობენ, "დიფ სთეითის" გამარჯვებად გაყიდონ მათი უსუსურობა". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

"ქართულმა ოცნებამ" ჯიმ რიშს ულტიმატუმი წაუყენა - ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ "სენატორი რიში სამომავლოდ ან თავისივე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამყარდება ეჭვი, რომ "დიფ სთეითი" პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს". 

ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია მამუკა მდინარაძემ გააჟღერა. "ქართული ოცნების" წევრი კვლავ ირწმუნება, რომ ჯიმ რიში, რომელსაც ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, "დიფ სთეითის" ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.

მსგავსი სიახლეები