"ვინმე მდინარაძე სენატორ რიშს უკვე შანტაჟის ენით ელაპარაკება" - გეგელია

22.03.25 15:02
"ვინმე მდინარაძე სენატორ რიშს უკვე შანტაჟის ენით ელაპარაკება" - გეგელია

"ქართული ოცნების" ულტიმატუმი ჯიმ რიშს - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მამუკა მდინარაძეს სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდამჭერის მქონე სენატორი მიზანში იმის გამო ამოიღო, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას სამომავლო სანქციების ეშინია. 

ვინმე მამუკა მდინარაძე უკვე შანტაჟის ენით ელაპარაკება სენატორ რიშს, 81 წლის სენატორს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სენატორი, რომელსაც ამავე დროს ამერიკის პრეზიდენტმა მისცა უმაღლესი კალიბრის მხარდაჭერა შიდა პოლიტიკაში და შესაბამისად, გარე პოლიტიკაში. ამერიკელი სენატორი არ არსებობს საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკების გარეშე. ეს მოწმობს, რომ რეჟიმი არის დაშინებული. მათ კარგად იციან, რომ "MEGOBARI ACT"-ი გავა და ისიც ძალიან კარგად იციან, რომ მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე ექნება ძალიან დიდი გავლენა", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

 "ქართულმა ოცნებამ" ჯიმ რიშს ულტიმატუმი წაუყენა - ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ "სენატორი რიში სამომავლოდ ან თავისივე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამყარდება ეჭვი, რომ "დიფ სთეითი" პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს". 

ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია მამუკა მდინარაძემ გააჟღერა. "ქართული ოცნების" წევრი კვლავ ირწმუნება, რომ ჯიმ რიში, რომელსაც ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, "დიფ სთეითის" ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.

მსგავსი სიახლეები