"ოცნება" ბრაზდება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მათთან ურთიერთობებს არ ალაგებს - ბუტიკაშვილი
"ქართული ოცნების" მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ ულტიმატუმის წაყენებას კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ეხმაურება.
გიორგი ბუტიკაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ მსგავსი ტიპის განცხადებები იმის დასტურია, რომ "ქართულ ოცნებას" აბრაზებს ის გარემოება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მათთან ურთიერთობებს არ ალაგებს.
"მსგავსი განცხადებებით ცდილობენ თავიდან მოიშორონ საკუთარი ფიასკო და გადააბრალონ "დიფ სთეითს" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე ივანიშვილის ხელისუფლებისა და პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
"ქართული ოცნება" უკვე თვეების მანძილზე ცდილობს ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაალაგოს, ამაში ხარჯავს ძალიან ბევრ ფულს და არ გამოსდის. წითელი ხაზებია ირანი, ვისთანაც თანამშრომლობს "ქართული ოცნება", ასევე ჩინეთი და ა.შ.. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაცია "ქართულ ოცნებასთან" ვერ ალაგებს და არ დაალაგებს ურთიერთობებს. შესაბამისად, ეს აბრაზებს "ქართულ ოცნებას" და მსგავსი განცხადებებით ცდილობენ თავიდან მოიშორონ საკუთარი ფიასკო და გადააბრალონ "დიფ სთეითს" . ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც პუტინი აკეთებდა ", - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" ჯიმ რიშს ულტიმატუმი წაუყენა - ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ "სენატორი რიში სამომავლოდ ან თავისივე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამყარდება ეჭვი, რომ "დიფ სთეითი" პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს".
ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია მამუკა მდინარაძემ გააჟღერა. "ქართული ოცნების" წევრი კვლავ ირწმუნება, რომ ჯიმ რიში, რომელსაც ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, "დიფ სთეითის" ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.
მსგავსი სიახლეები
"ის, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური აწამეს, ეს გვქონდა ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშეც" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საია-ს მიერ სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებას ეხმაურება
სააკაშვილი: მე და თიკა [ბოკუჩავა] ახლო მეგობრებად ვრჩებით - ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ
"არასდროს მავიწყდება რომ თიკა ბოკუჩავამ და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს ნაციონალური მოძრაობა ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან".