მამაცი ქართველები ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს უარყოფენ - პირველი გამოხმაურებები ამერიკიდან

22.03.25 21:50
მამაცი ქართველები ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს უარყოფენ - პირველი გამოხმაურებები ამერიკიდან

თბილისში მიმდინარე „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერ მსვლელობას პირველი რეაქციები მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან - ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე მარშის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ  "მამაცი ქართველები  ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს უარყოფენ". 

მისი თქმით, ქართველებს ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა უნდა.

"მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტია, ვისაც ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა უნდა. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს და მის მცდელობას, მიჰყიდოს საქართველო ირანის რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ დგას საქართველოს გვერდით!" - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.

„MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერი მარში რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიემართება. 

მსვლელობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები იღებენ.

აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯიმ რიშის და სხვა სენატორების ფოტოები აქვთ მოტანილი.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ- "საქართველოს გაუმარჯოს", "საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას- გაუმარჯოს".

მსგავსი სიახლეები