მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, პოლიპატიმრები და 31 მარტის აქცია - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება

23.03.25 17:52
მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, პოლიპატიმრები და 31 მარტის აქცია - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. 

შეხვედრაზე შესვლამდე კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ყველა ის საკითხი ჩამოთვალა, რომელზე პრეზიდენტთან საუბარი უნდა შედგეს. მისი თქმით, ზურაბიშვილთან ინტენსიური სამუშაო პროცესი მიდის, რათა პოლიტიკურ აქტორებს შორის კოორდინაცია გარღმავდეს. 

პრეზიდენტთან ძალიან ინტენსიურად მიდის სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ გაღრმავდეს კოორდინაცია ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის. ეს გვჭირდება ჩვენ რამდენიმე მიმართულებით. პირველი, ეს არის საგარეო მიმართულება, სადაც აუცილებელია, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობდეთ. არის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ ყველა კოორდინირებულად უნდა ვადგენდეთ, არის პროტესტის განვითარების აუცილებლობა და მთელი რიგი საკითხები, სადაც ფუნდამენტურად ჩვენ შეგვიძლია, რომ დაახლოებული პოზიციები გვქონდეს პოლიტიკურ აქტორებს. ამ პროცესში მე სრულიად  ვუჭერ მხარს პრეზიდენტს. არის საკითხები, რომელზეც შეიძლება, განსხვავებული პოზიციები დარჩეს ოპოზიციურ აქტორებს შორის, მაგრამ ამოცანა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოყვანა არის იმდენად დიდი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოგვიწევს  უკეთ კოორდინირება, - ამბობს ელენე ხოშტარია.

გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავარ საკითხებზე, რაც ეხება ახალი არჩევნების ჩანიშვნას და პოლიპატიმრების გათავისუფლებას, კოორდინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, მათი აზრით, ერთობაზე საუბარი არ უნდა იყოს.  

დღეს იქნება საკითხები, თუ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას, კოორდინირებულ ფორმას. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჩვენ ძალიან მკაფიო განაცხადი გავაკეთეთ, რომ კოორდინაციისთვის მზად ვართ, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული არაორდინალურ გარემოდან გამოსავალი კოორდინირეულად ვიპოვოთ და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ კოორდინაცია განვახორციელოთ პოლიტიკურ ძალებთან. მათ შორის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. თანხვედრა ალბათ გვექნება და ამ თანხვედრაზე შეიძლება მუშაობა. თუ ერთობაზე იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, გაცხადებული გვაქვს, ერთობა, ერთიანი სტრუქტურის ფორმირება და ა.შ. ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ უნდა ადვრჩეთ იმ ძრითად დღის წესრიგზე, რომელიც უკავშირდება მიმდინარე პროტესტს, გაყალბებული არჩევნებიდან გამომდინარე ახალი არჩევნების დანიშვნას და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ყველაფერი სხვა არის რეორიენტაცია პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების იმისთვის, რომ გადავერთოთ ახალ საკითხებზე და არ ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ამაზე, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

"პირველების" ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა 31 მარტის საპროტესტო აქციაცაა. ამ დღეს ზურაბიშვილი მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარდგება - რა გააკეთა ოპოზიციასთან ერთად გაყალბებული არჩევნების შემდეგ და რა გეგმა აქვს უახლოეს პერიოდში.

მსგავსი სიახლეები