პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირში ვიზიტს იწყებს
სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში გაემგზავრება. პრეზიდენტი ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.
პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა თქვეს, რომ შემდეგ ვზიტებში ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ქართული დელეგაცია რეჟიმთან ბრძოლაში მხარდაჭერას სთხოვს.
მნიშვნელოვანი ვიზიტი იგეგმება, უფრო სწორად დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში პრეზიდენტ ზურაბიშვილის, შემდგომი ვიზიტები იქნება ერთობლივი, ზურაბიშვილთან ერთად იქნებიან კოალიციის წარმომადგენლები. ასევე სამუშაო ჯგუფი უკვე ყოველდღიურად იქნება შეკრებილი და ყოველდღიურად იქნება მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ. ასევე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დაჩქარდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - თქვა შეხვედრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.
ზურაბიშვილის ოფისში დღეს გამართულ კონსულტაციებზე იმსჯელეს 31 მარტის საპროტესტო აქციაზეც. საუბარი შეეხო საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევასა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასაც.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიცია ყველა ეგზისტენციალურ საკითხში ერთიან პოზიციაზე იყოს.
მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ძალიან მართალ პროცესში ყოფნა და მაქსიმალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ცხადად და მკაფიოდ თქმა ყოველგვარი უკანა აზრების გარეშე ვინ რას ვაპირებთ. ვართ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ერთიან პოზიციაში? ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან საკითხში ვიყოთ პოზიციაშ მაინც ერთიანები, - ამბობს ნიკა მელია.
რას ამბობს ოპოზიცია, ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.