რა პასუხი აქვს მთაწმინდაზე მომხდარ ტრაგედიაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს
მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობასთან მომხდარ ტრაგედიაზე განმარტება არც თბილისის ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და არც მუნიციპალურ ინსპექციის ხელმძღვანელს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის კითხვებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა უპასუხა.
სერგო ბირკაძე ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც ორი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღპა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არ განეკუთვნება და კერძო საკუთრებაა.
რაც შეეხება უშუალოდ ამ ტერიტორიას, ეს ტერიტორია არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ეს კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, კერძო მესაკუთრეა ვალდებული დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მუნიციპალური ტერიტორიები დაცული იყოს და ნაკლებად იყოს გამომწვევი რაიმე ინციდენტების”, - განაცხადა სერგო ბირკაძემ.
ფუნიკულიორთან მდებარე შენობაში, კედელი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყვა 3 ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმედ დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
- სიკვდილი მთაწმინდაზე - ოპოზიცია მუნიციპალური ინსპექციას პასუხისმგებლობაზე საუბრობს
- მუნიციპალური ინსპექცის შეფმა "პირველების" კითხვებს არ უპასუხა