წავა თუ არა ქართული დელეგაცია მოსკოვში - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

31.03.25 15:34
წავა თუ არა ქართული დელეგაცია მოსკოვში - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

წავა თუ არა ქართული დელეგაცია მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. კითხვაზე პასუხად გია ვოლსკი ამბობს, რომ აქამდე 9 მაისის ღონისძიებას ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ ხოლმე. 

არ ვიცი თქვენ რა ცნობებს ღებულობთ. ჩვენა სეთი ცნობები არ გაგვაჩნია. ჩვენ გაგვაჩნდა ცნობები, რომ დასავლეთის წამყვანი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციების მერე აღლუმში იღებდნენ მონაწილოებას. 
 

თუ დაგვესხა, რას ვიზამთ? ვეომებით თუი არ ვეომებით? თუ გესროლა, ესვრით თუ არ ესვრით? ეს არის ღლაბუცი მედიასაშუალების გამოყენებით. თუ დავუშვათ, ასე იქნა, ისე იქნა, მე ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი რომ გაგცეთ, არ იქნება სერიოზული, იმიტომ, რომ თქვენთვის პროვოკაციაა მნიშვნელოვანი, რომ იქნება თუ არ იქნება. ეგეთი რამე არ არსებობს და რატომ გიპასუხოთ იმაზე, რაც არ არსებობს?, - ამბობს ვოლსკი.
 

 რამდენიმე დღეა საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წითელ მოედანზე საქართველოს არალეგიტიმური რპეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილია მიწვეული.

ამის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა 9 მაისს საქართველოს დელეგაციის რუსეთში ჩასვლას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

გამოცემა "სოვა", კითხვაზე პასუხის მისაღებად ზახაროვამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაამისამართა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "ისინი ჯერჯერობით კომენტარს არ იძლევიან".

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ  საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი 9 მაისს მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრებას გეგმავს. "ტვ პირველმა" გაარკვია, რომ ოთარ ფარცხალაძე გამარჯვების აღლუმზე ოჯახთან ერთადაა მიწვეული.

"სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმომადგენელი "პირველებს" უდასტურებს, რომ მათი პარტიაც და ასევე ფარცხალაძეც მოსკოვში, წითელ მოედანზეა მიწვეული.

ოპოზიცია ასევე ასახელებს რამდენიმე გვარს, ვინც, მათი ინფორმაციით, რუსი დიქტატორის ზეიმზი აპირებს ჩასვლას.