ლევან მურუსიძე: ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, ვივლი ჩემს მშობლიურ სოფელში
სანქცირებული ლევან მურუსიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას აღარ აპირებს. როგრც მან "პირველების" ჟურნალისტს უთხრა, ის დღეიდან მოგზაურობას მხოლოდ მშობლიურ სოფელში გეგმავს.
მურუსიძემ თქვა, რომ „მომაკვდინებელი იქნება“ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დაუწესებენ სანქციებს.
სიმართლე გითხრათ, მე დიდ ბრიტანეთში წასვლას არ ვაპირებ. არც ამერიკაში, რა თქმა უნდა, ვერ ჩავალ. ვივლი ჩემთან მზოვრში...
თუ მძიმე იქნება სანქციები, უფრო მძიმე და მტკიცე იქნება ჩემი პოზიცია, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. ამაზე მძიმე რა უნდა იყოს.
ახლა მთავარი მომაკვდინებელი, რაც იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დამიწესებენ ფინანსურ სანქციებს, ეს ალბათ საერთოდ ამომგდებს კალაპოტიდან"- აცხადებს მურუსიძე.
საფრანგეთთან დაკავშირებულ კითხვას სანქცირებული მოსამართლე ასე პასუხობს: „საფრანგეთს მე პატივს ვცემ, კულტურას, სხვათა შორის. ძალიან მიყვარს ფრანგი მწერლები“.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, იმასაც, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ სახელფასო ბარათი დაუბლოკეს.
კლანის ბოსად აღიარებული მურუსიძე ამტკიცებს, რომ შავ სიაში გვატემალელი მოსამართლეების გვერდით მოხვბედრის გამო არ დარდობს.
მეტიც, მან "ტვ პირველთან", ბრიტანულ სანქციებს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებით უპასუხა.
- ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ჩინჩალაძესა და მურუსიძეს ფინანსური სანქციები დღეს დაუწესა.
- ლევან მურუსიძის სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვი რომ მურუსიძე ჩართული იყო და არის კორუფციულ გარიგებებში.