"გულგრილი არ დავრჩებით" - დევიდ ლამი დიდი ბრიტანეთის დაწესებულ სანქციებზე

03.04.25 11:34
"გულგრილი არ დავრჩებით" - დევიდ ლამი დიდი ბრიტანეთის დაწესებულ სანქციებზე

ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით, რადგან რუსეთი ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, - ასე განმარტავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინგლისის მიერ მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის დაწესებულ სანქციებს.

დევიდ ლამი პირდაპირ ამბობს, რომ მზაკვრულ კორუფციას, რომელშიც აღინშნული მოსამართლები არიან ჩართულები, შეუძლია, საზოგადოების საფუძვლები შეარყიოს და გახსნას კარი რუსეთისთვის და სხვა მავნე აქტორებისთვის.

ეს სანქციები მკაფიო მესიჯს აგზავნის. ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით, რადგან რუსეთი ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, საფრთხეს უქმნის იმ ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას, რომლებსაც ჩვენ მეგობრებად და პარტნიორებად მივიჩნევთ.

ამ სახის მზაკვრულ კორუფციას შეუძლია შეარყიოს ჩვენი საზოგადოების საფუძვლები და გახსნას კარი რუსეთისთვის და სხვა მავნე აქტორებისთვის, რათა გააფართოვონ თავიანთი გავლენა და დათრგუნონ ჩვენი მეზობლებისა და დიდი ბრიტანეთის სტაბილურობა, - აცხადებს ლამი. 

  • ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
  • დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
  • ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.