მურუსიძე-ჩინჩალაძემ უნდა იცოდეს, რომ რაც ქვეყანაში ხდება, მათი პასუხისმგებლობაა - ყოფილი მოსამართლეები

03.04.25 11:57
მურუსიძე-ჩინჩალაძემ უნდა იცოდეს, რომ რაც ქვეყანაში ხდება, მათი პასუხისმგებლობაა - ყოფილი მოსამართლეები

იურისტები და ყოფილი მოსამართლეები დიდი ბრიტანეთის მიერ მურუსიძე-ჩინჩალაძის დასაქნცირებას მართებულად მიიჩნევენ. "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ფინანსური სარგებელის გარდა, გავლენიანი მოსამართლეები სარგებელს იღებდნენ იქიდანაც, რომ მოსამართლეებად ამწესებდნენ ისეთ პირებს, ვისი გადაწყვეტილებებიც მათ პოლიტიკასთან თანხვედრაში იქნებოდა. 

როდესაც სისტემურ კორუფციაზეა საუბარი, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის აღება და ჯერ ერთი, ესეც ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ისინი მდიდარი ადამიანები არიან და მათი ფინანსური სარგებელი და მათი მდგომარეობა არის განსხვავებული და სულ ვამბობდით, რომ მათი სარგებელი არის თუნდაც ის, ვის დანიშნავენ თანამდებობაზე. როდესაც მურუსიძის თანამშემწე ხდება მოსამართლე, ეს არის მურუსიძისთვის სარგებელი, იმიტომ, რომ ის გარანტიებს იღებს ამით, რომ საბოლოო ჯამში, სალომე, მისი ყოფილი თანაშემწე, მოსამაღთლე, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურ თანხვედრაში იქნება ხელისუფლებასთან და ისევ მურუსძესთან. უვადო დანიშვნებით მურუსიძე იღებდა სარგებელს. ეს არის სამწუხარო და ვინც არ მოსწონდა, უშვებდა სისტემიდან, ვინც მოსწონდა, ნაკლებად საფრთხის შემცველი იყო მათი დანიშვნა, მათ ნიშნავდნენ თანამდებობაზე და შემდეგ ამწესებდნენ უვადოდ, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი კი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებაა დღეს ის, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის. მისი თქმით, "ქართული ოცნება" სსამართლო ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გახდებოდა.  

დღეს სასამართლო ხელისუფლებას რაც სჭირს, ეს არის სავალალო მდგომარეობა. ეს არის სწორედ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მთავარი მამოძრავებელი, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ვერ გაბედავს ვერცერთ ნაბიჯს, თუ არა სასამართლო ხელისუფლების ასეთი მდგომარეობა, რომელიც სრულიად მიტაცებულია "ქართული ოცნების" მიერ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა თქვას ახლა მურუსიძემ და რითაც არ უნდა გაიმხნევოს თავი და "ქართულმა ოცნებამ" აქედან არ ამხნევოს, მან უნდა იცოდეს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების პრობლემა. ეს არის იმ პროტესტის და იმ ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც არ წყვეტს პროტესტს უკვე მერამდენე დღეა, - ამბობს მაია კოპალიეშვილი.

  • ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
  • დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
  • ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.