"ქართულ ოცნებაში" ბრიტანულ სანქციებზე პირველი კომენტარი კეთდება

03.04.25 13:39
"ქართულ ოცნებაში" ბრიტანულ სანქციებზე პირველი კომენტარი კეთდება

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის მიერ მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირება "შანტაჟია". "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ "საქართველოს უსამართლოდ ექცევიან": 

ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდებოდა. თქვენ იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას. დღესაც გრძელდება ეს, სხვათაშორის, მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ცილისწამება და მრძანებლური ტონი და ეს არის, უბრალოდ, შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტი კონკრეტული ადამიანების, კონრეტული მარალი თანამდებობის პირების დასანქცირება. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ჩაიგდონ ხელში, - ამბობს კალაძე. 

  • ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
  • დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
  • ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.