"ქვეყნის სირცხვილი" - თინა ხიდაშელი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიტანული სანქციების სიმძიმეზე საუბრობს და მურუსიძე-ჩინჩალაძეს ქვეყნის სირცვილად მოიხსენიებს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყნის ორი პარტნიორი ქვეყანა პირდაპირ ამბობს, რომ მსოფლიოში 30 კორუმპირებულ პირთა სიაში ხარ, სისტემიდან საერთოდ უნდა წახვიდე.
მტერს არ ვუსურვებდი მოხვედრას, იმდენად მძიმე განაჩენია ეს. როდესაც ახლა ის ამბობს, რომ "იცით, სიმართლე რომ გითხრათ, ფინანსურად ამას ჩემზე არავითარი გავლენა არ ექნება", როდესაც ქვეყნის არა მარტო უბრალოდ მოსამართლე ხარ, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხარ და ამ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება გიწევს და შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს ორი მთავარი პარტნირი ქვეყანა - აშშ და დიდი ბრიტანეთი შენზე იძახის, რომ აი, მტელ მსოფლიოში რომ 30 კორუმპირებული კაცია, იმ 30-დან 2 თქვენ ხართო, მემგონი, ნამუსი უნდა გეყოს, რომ საერთოდ წახვიდე ამ სისტემიდან, იმდენად სირცხვილი ხარ, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არის ზუსტად სისტემის დაკვეთა და ამიტომ არიან ისინი ჯერ კიდევ სისტემაში, - ამბობს ხიდაშელი.
- ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
- დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
- ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.