ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
- ბადრი ჯაფარიძეს 50-დღიანი ვადა მისცეს, რათა დაკისრებული გირაო გადაიხადოს.
ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.