დღეს, კობახიძის ხელით ყველაზე ცუდი საქმეები კეთდება, ივანიშვილი მას ხელს შეაწმენდს - ეკა ბესელია
ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის "ყველაზე ცუდ საქმეებს" ირაკლი კობახიძის ხელით აკეთებს.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ სწორედ ირაკლი კობახიძეს დაეკისრება ყვეალ უკანონი გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა და სწორედ "მას შეაწმენდს ხელს ივანიშვილი".
რაც შეეხება ანრი ოხანაშვილის სუს-ის უფროსად დანიშვნას, ბესელია ამბობს, რომ ოხანაშვილს არანაირი გავლენა არ ექნება სახელწმფიო უსაფრთოებსი სამსახურში.
კობახიძის ხელით ყველაზე ცუდი საქმეები კეთდება დღეს. ის შეიძლება ვერც კი იაზრებს, ვერც კი არა, არ იაზრებს იმ მასშტაბს სიმძიმეს, რასაც ის ასრულებს. მას ივანიშვილი შეაწმენდს ხელს. ივანიშვილი, არსად არ ჩანს გადაწყვეტილებებში ყველაფერს აკეთებს კობახიძის ხელით. ოხანაშვილი მე ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი კომიტეტის რიგითი წევრი იყო, რომ მოიყვანეს 2016 წელს. მას არ ექნება არანაირი გავლენა იმ უწყებაში, რომელსაც სხვა წევრები მმართავენ და რომელიც მაინც მიემართება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებთან, მაგრამ ის იქნება უბრალოდ შემსრულებელი", - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ადგილმონაცვლეს სუს-ი დღეს ოფიციალურად გადააბარეს.
- ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.