საკადრო წმენდა სუს-ში - ვინ არიან ახალი უფროსის ახალი მოადგილეები

05.04.25 13:42
საკადრო წმენდა სუს-ში - ვინ არიან ახალი უფროსის ახალი მოადგილეები

საკადრო წმენდა სუს-ში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა შეფმა ახალი მოადგილეები წარადგინა.

ოხანაშვილმა დაასახელა 3 მოადგილე, რომელთაგან არცერთი იყო ძველი, რომლებიც თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილის პერიოდში იკავებდნენ.

სუს-ის ახალ შეფმა მოადგილეებად დაასახელა:

  • გელა გელაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო. 
  • ლევან ხარანაული - ის ოხანაშვილის პირველი მოადგილე იყო, როდესაც  ის იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა ბოლო პერიოდში.
  • ირაკლი ბერაია - ის მეათე მოწვევის პარლამენტის წვერი იყო “ქართული ოცნებიდან”. ის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ალექსი ბატიაშვილს, შენგელი ფირცხელაურს, გიგა ნიკოლეიშვილს, ლევან ახობაძეს - გაურკვეველია, რჩებიან თუ არა სუს-ში ეს ადამიანები, რომელიც თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილის დროს მოადგილეების პოსტზე იკავებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ადგილმონაცვლეს სუს-ი დღეს ოფიციალურად გადააბარეს. 

  • ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.