საშაურმის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: გიორგი პაპაშვილი ნათელს მოჰფენს ყველაფერს

07.04.25 18:11
საშაურმის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: გიორგი პაპაშვილი ნათელს მოჰფენს ყველაფერს

საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული არა ინტერპოლმა დააკავა, არამედ რუსეთში, საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა. 

სერგო ხურციძე აღნიშნავს, რომ გიორგი პაპაშვილს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, როს შემდეგაც საქმეზე მნიშვნალოვან განცხადებას გააკეთებს. 

გიორგი პაპაშვილი თავად გამოცხადდა რუსეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც თავიდან გარკვეული გაუგებრობაც კი შეიქმნა იმიტომ რომ მოსთხოვა ექსტრადირება. 

როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ის ჩაბარდა, მყისიერად შევატყობინეთ პროკურორს, განცხადებით მივმართეთ, დავურთეთ ბილეთი და შევატყობინეთ დრო, როდესაც ის ჩამოფრინდებოდა.

მისგან არის დათქმა რომ როდესაც ჩამოვა - აბსოლიტურ ნათელს მოფენს საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს და სრულიად განაცხადებს ყველაფერს"- თქვა მან. 

ადვოკატის ამ განცხადებამ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირების ადვოკატებს გაუჩინა განცდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს 20-21 წლის ახალგაზრდებისთვის უნდა მძიმე დანაშაულის დაბრალება, რაც მათი თქმით წარმოუდგენელია, რადგან პაპაშვილის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. 

ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული ბიჭი, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

  • მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მათ ინტერპოლი ეძებდა. ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.

სხვა ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.