"თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, ვისგან გვიცავს!" - სალომე ზურაბიშვილი

09.04.25 13:05
"თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, ვისგან გვიცავს!" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

  • ცნობისთვის, ირაკლი ჩიქოვანმა 9 აპრილზე დაწერა, თუმცა რუსეთი არ ახსენა, ხოლო გმირები "მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპულებად" მოიხსენია.

"თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! და "ოცნების" ჯერ კიდევ მხარდამჭერებო, რომლებიც პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე თავს დებთ, რას ფიქრობთ, როგორ ეგუებით ქვეყნის მომავლის, აწმყოსა და აწ უკვე წარსულის გაყიდვას და გამყიდველებს? სიმხრთალით თუ კონფორმიზმით მნიშვნელობაა აღარ აქვს!", - წერს ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ:

 


 

მსგავსი სიახლეები