ამ განცხადების დაწერას ჯობდა, კობახიძე სახლში წამოკოტრიალებულიყო, 26 მაისს ხომ კოტრიალობდა აუზზე - უგულავა
ამ განცხადების დაწერას ჯობდა, კობახიძე სახლში წამოკოტრიალებულიყო, 26 მაისს ხომ კოტრიალობდა აუზზე - ასე ეხმაურება გიგი უგულავა ივანიშვილის პრემიერის განცხადებას, სადაც კობახიძემ 9 აპრილის ტრაგედიისას სიტყვა რუსეთი არ ახსენა და ოკუპანტი "უცხოურ ძალად" მოიხსენია.
უგულავამ სამარცხინო უწოდა "ოცნების" თავდაცვის მინისტრის განცხადებასაც.
გეგონება "მარსიანელები" შემოესივნენ მაშინ საქართველოს. მართლა "მარსიანელები" არიან ესენი, რაღაცა უბედურება არიან - ამბობს პოლიტიკოსი "პირველებთან".
არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ საშუალება მოსულიყვნენ და გვირგვინით შეემკოთ. მხოლოდ დღეს ხდება, იმიტომ, რომ ესენი მხოლოდ გვარით არიან ქართველები. როგორ შეიძლება ქართული უწოდო იმ ხელისუფლებას, რომელიც 35 წლის თავზე ვერ ბედავს თქვას და ოფიციალურ სამთავრობო განცხადებაში წერს, რომ "უცხო ძალა"... გეგონება "მარსიანელები" შემოესივნენ მაშინ საქართველოს. მართლა "მარსიანელები" არიან ესენი, რაღაცა უბედურება არიან. თავდაცვის ე.წ. მინისტრი იძახის, რომ ტრაგიკულად დაიღუპნენ. როგორ დაიღუპნენ ტრაგიკულად, იდგნენ და დაიღუპნენ? გული გაუსკდათ ადამიანებს? სამარცხვინო... რაღაც მაგიდაზე პატარა სუფრასავით მოაწყვეს და ყვავილები დაალაგეს პარლამენტის შიგნით, სამარცხვინოა. დამჯდარიყვნენ მაინც სახლში, წამოკოტრიალებულიყო ეს კობახიძე, 26 მაისს ხომ კოტრიალობდა სადღაც აუზზე, წასულიყო, სადმე რამე გაეკეთებინა, სამარცხვინო, ამის დაწერას ხომ ჯობდა რომ საერთოდ გაჩუმებულიყვნენ მაინც გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე 2023 წლის 26 მაისს აღლუმზე არ მივიდა. ის საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, სამხატვრო გალერეის სახურავზე, აუზზე ირუჯებოდა.
ასევე ნახეთ:
- 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებაში რუსეთს არც "ოცნების" თავდაცვის მინისტრი ახსენებს
- კობახიძე 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს, მას "უცხოურ ძალად" მოიხსენიებს
- ნინო წილოსანი რუსული არმიის მიერ სადისტურად მოკლულ ახალგაზრდებს "გარდაცვლილ ადამიანებს" უწოდებს