საქართველოს პროკურორის დედის და ცოლის ანგარიშები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ექცევა

11.04.25 11:28
საქართველოს პროკურორის დედის და ცოლის ანგარიშები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ექცევა

საქართველოს პროკურორის დედის და ცოლის ანგარიშები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ექცევა. გიორგი გაბიტაშვილის დასანქცირების შემდეგ, პორტალმა "ოფენ სანქშენმა" უკვე დაარეგისტრირა მისი ახლო გარემოცვის წევრები, ვინც შეიძლება სანქციებისგან გვერდის ასავლელად გამოიყენოს, ამიტომ გიორგი გაბიტაშვილის ცოლიც და დედაც "ოფენ სანქშენის" პორტალზე არიან, თუმცა ისინი მარტო არ არიან.

განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის მოქცეული კარლო კაციტაძისა და შალვა ბედოიძის მეუღლეებიც.

თუ რომელიმე მათგანი სანქცირებულ პირს რაიმე ფორმით დაეხმარება, თუნდაც საბანკო ბარათით, რომ ხლეფასი ჩაირიცხონ, შესაძლოა თავადაც სანქცირებულნი აღმოჩნდნენ.

სანქცირების გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ სხვა, ვთქვათ მეორე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ დახმარების აღმოჩენა სანქცირებული პირებისთვის და ისინი შეიძლება, მეორადი სანქციების წინაშე აღმოჩდნენ. ამიტომ არის სწორედ ის, რომ ქართული საბანკო სექტორი, როგორც ამერიკულ ისე ბრიტანულ სანქციებს ავტომატურად უერთდება, მიერთებულაი დიდხანს და იცავს და შესბანისად არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობის არის ეს პირი. მათ ეხებათ ეს სანქცირება და ქართულ ბანკებში მთ ეხურებათ ანგარიშები და ასევე რისკის ზონაში შედიან მათი ოჯახის წევრები, რადგან დიდი ალბათობა, რომ მათ რაღაცა ქონება გადააფორმონ", - ამბობს ეკონომისტი გიორგი კეპულაძე. 

გიორგი გაბიტაშვილის მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა ანგარიშები საგამოძიებო სამსახურის უფროსს და შს საქმეთა მინისტრის მოადგილეს  დაუხურა. დაბლოკილია მათი პლასტიკური ბარათები.

  • ცნობისთვის, ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, თიბისი ბანკში გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა.  სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.

დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები