არასერიოზული კაცის კიდევ ერთი არასერიოზული გამოსვლა არც ისე სერიოზულ ფორუმზე - დათუნაშვილი კობახიძეზე
არასერიოზული კაცის კიდევ ერთი არასერიოზული გამოსვლა არც ისე სერიოზულ ფორუმზე - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის გამოსვლას ანტალიაში, პანელურ დისკუსიაზე.
დათუნაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის პრემიერმა თურქეთში ვერც "დიფ სთეისთის" ხსენება გაბედა და ვერც იმ კონსპირაციულ თეორიებზე ისაუბრა, რა თეორიებითაც ქართველ ხალხს ელაპარაკება.
თურქეთი ის ქვეყანაა, სადაც "დიფ სთეითზე" ლაპარაკი ცოტა სასაცილოდ ჟღერს, იქ კობახიძე საუბრობს სრულიად სხვა რიტორიკით - ამბობს დათუნაშვილი.
მას მეორე მხრივ რიტორიკა შერბილებული აქვს. საქართველოში ელაპარაკება ქართველ ხალხს და ძალიან ცუდი წარმოდგენის არის როგორც აღმოჩნდა და ჰგონია, რომ ქართველ ხალს "დიფ სთეითებით" და კონსპირაციების თეორიებით უნდა ელაპარაკოს. იქ სადაც ჰგონია, რომ მთალად მისი დაკვირვებით "დიფ სთეითი" არ გაჭრის, თურქეთი ის ქვეყანაა, სადაც "დიფ სთეითზე" ლაპარაკი ცოტა სასაცილოდ ჟღერს, გამომდინარე თურქული ისტორიისა "დიფ სთეითთან" მიმართებვში. იქ საუბრობს სრულიად სხვა რიტორიკით და იქ ლაპარაკობს, რომ მას თურმე ევროპისკენ უნდა მაგრამ პრობლემა აქვს. არასერიოზული კაცის კიდევ ერთი არასერიოზული გამოსვლა არც ისე სერიოზულ ფორუმზე", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
კობახიძის განცხადებები:
- კობახიძე ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი „რუსეთთან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიყვება“
- კონკრეტულ ქვეყნებში ქართველი ელჩები უსაქმოდ არიან დარჩენილნი - კობახიძე