"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ კობახიძეს თურქეთში "არაფრის თქმის არ შეშინებია" და "კარგად იცის, სად, როგორ ისაუბროს"

11.04.25 17:38
"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ კობახიძეს თურქეთში "არაფრის თქმის არ შეშინებია" და "კარგად იცის, სად, როგორ ისაუბროს"

 

"ქართული ოცნება" ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძის სიტყვა თურქეთში განსხვავებული იყო - ივანიშვილის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის და ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ ანტალიაში  შეკრებილებმა ისედაც იციან და მასზე ხაზგასმა საჭირო აღარ იყო.

რა თქმა უნდა, იქ მყოფმა დიპლომატებმა ძალიან კარგად იციან "დიფ სთეითის" არსებობაც, რომელზეც თავად ამერიკა საუბრობს და იციან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების არსებობაც", - ამბობს "ოცნების" დანაყოფის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე. 

ნინო წილოსანი კი ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ კარგად იცის "სად და როგორ ისაუბროს და სიტყვაც შესაბამისად ჰქონდა აწყობილი". 

წილოსანი ირწმუნება, რომ "ოცნების" პრემიერს თურქეთში, პანელურ დისკუსიაზე საჯაროდ გამოსვლილსას "არაფრის თქმის არ შეშინებია". 

ირაკლი კობახიძის სიტყვა იქნებოდა იმ აქცენტებით აწყობილი, რომელიც ამ კონფერენციისი და შეხვედრის პრიორიტეტებს ითვალისწინებს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს რამის გაჟღერება ეშინოდეს. უბრალოდ ინფანტილიზმია იმაზე ფიქრი, რომ თუ საჯაროდ რომელიმე ჩვენგანი ამ ყველაფერს საჯაროდ ვაცხადებთ, რაც თქმა უნდა, გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ საჯაროდ გაცხადებული ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ აქ არავის არაფრის არ ეშინია. ის ყოველთვის სწორად წყვეტს პრიორიტეტებს, სად და როგორ ისაუბროს, ამიტომ შესაბამისად მოხდა ამ სიტყვის აწყობაც.

რა თქმა უნდა, იქ მყოფმა დიპლომატებმა ძალიან კარგად იციან "დიფ სთეითის" არსებობაც, რომელზეც თავად ამერიკა საუბრობს და იციან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების არსებობაც", - ამბობს წილოსანი. 

კობახიძის განცხადებები:

მსგავსი სიახლეები