ამზადებენ თუ არა ბაგა-ბაღებში დირექტორების პოსტებს "ოცნების" ახლო გარემოცვისთვის? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

11.04.25 17:48
ამზადებენ თუ არა ბაგა-ბაღებში დირექტორების პოსტებს "ოცნების" ახლო გარემოცვისთვის? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

ვისთვის ამზადებენ ბაგა-ბაღებში გამოთავისუფლებულ დირექტორებისას პოსტებს? - "პირველებმა" გაარკვია, რომ ამ თანამდებობებზე შესაძლოა "ქართული ოცნების" წევრების ნათესაურ კავშირში მყოფი პირები დაინიშნონ. ერთ-ერთი ასეთი შესაძლოა ვიქტორ სანიკიძის სიდედრი იოლანდა ბიწაძეც იყოს, რომელცი ამჟამად პირველ საჯარო ბაღში დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 

იოლანდა ოდიშარია ბიწაძე "პირველებთან" ადასტურებს, რომ ის ვიქტორ სანიკიძის სიდედრია, თუმცა მისი თქმით, არ აქვს სურვილი გახდეს ბაღის დირექტორი.

"პირველების" ინფორმაციით, ამავე ბაღში ამ დროისთვის დირექტორის მოვალეობას ნინო მოდებაძე ასრულებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ძმის, არჩილ მამაცაშვილის მეუღლეა.

ნამდვილად არა. მე მოადგილე ვარ და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გავხდე პირველი ბაღის დირექტორი, იმიტომ რომ არც არის განსაზღვრული და მე თვითონ არ მინდა. მოადგილეებიდან ვინ იქნება დირექტორი არ არის ეს განხილვის თემა და საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი, როგორც ვიცი განსაზღვრული არის სხვა ადამიანი საერთოდ. მე, რა თქმა უნდა, არ მსურს დირექტორობა. მე ვიყავი ერთ-ერთი ბაღის დირექტორი და რომ მნდომებოდა ვიქნებოდი ბაღის დირექტორი. დიახ სანიკიძის(ვიქტორ სანიკიძის) სიდედრი ვარ, მაგრამ იცოდეთ, რომ არ ვაპირებ პირველი ბაღის დირექტორობას. იყო მონიტორინგი შემოსული და აღმოაჩინეს რიგი დარღვევები რაც გასაჯაროვდება თავის დროზე ", - ამბობს იოლანდა ოდიშარია ბიწაძე.

"ტვ  პირველის" ინფორმაციით, წინასწარ შედგენილია შავი სია, რომლის მიხედვითაც პოზიციებიდან არა მხოლოდ ბაღის დირექტორებს, არამედ იმ თანამშრომლებსაც უშვებენ, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დადიოდნენ. ის, რომ თანამდებობიდან დირექტორების გარდა რამდენიმე თანამშრომელიც გათავისუფლდა, თავად ბაღების სააგენტოც ადასტურებს.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე მასშტაბურ წმენდას ბაღებში პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებს.

ვხედავთ, 28 ნოემბრის შემდეგ, როგორ დაანონსდა და ხორციელდება მასშტაბური პოლიტიკური რეპრესიები განსაკუთრებით იმ ადამიანებს წინააღმდეგ, ვინც დასაქმებულები არიან თბილისის მერიის სისტემაში, ვინაიდან უშალოდ კახა კალაძემ გამოუცხადა ამ ხალხს პოლიტიკური ანგარიშსწორება და "ვენდეტა" და ახალ ამ "ვენდეტის" სისრულეში მოყვანა ხდება იმის სასარგებლოდ, ვინც არის დაკავშირებული "ქართულ ოცნებასთან'", - განაცხადა საბა ბუაძემ.

 

მსგავსი სიახლეები