ის, რომ კობახიძემ სხვანაირად ილაპარაკა თურქეთში არ ნიშნავს, რომ ის უკან დახევას აპირებს - ხიდაშელი

11.04.25 18:11
ის, რომ კობახიძემ სხვანაირად ილაპარაკა თურქეთში არ ნიშნავს, რომ ის უკან დახევას აპირებს - ხიდაშელი

თინა ხიდაშელის თქმით, ის რომ ირაკლი კობახიძეს ანტალიაში პანელურ დისკუსიაზე განსხვავებული რიტორიკა ჰქონდა, სულაც არ ნიშნავს, რომ "უკან დახევას აპირებს".

კობახიძის რიტორიკა იქნება ისეთი, როგორიც არის - ამბობს ხიდაშელი. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თუ მასპინძელი ქვეყანა კატეგორიულად მოითხოვდა რომ ის არ ყოფილიყო გამოყენებული შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგისთვის, კობახიძე ამას ანგარიშს გაუწევდა

ის, რომ სადღაც რომელიღაც კონკრეტულ ფორუმზე სხვანაირად ილაპარაკა, ეს შეიძლება ძალიან კონკრეტული მიზეზით აიხსნებოდეს, მაგალითად ნატოს წევრ ქვეყანაშია ჩასული და სავარაუდოდ, იმ ადამიანებისგან თურქეთში, რომლებსაც ის მოიაზრებს თავის კოლეგებად, ჰქონდა ძალიან მკვეთრი გზავნილი. ეხლა ამ ქალაქს და ამ ფორუმს ვერ გამოიყენებდა თავისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ის არავითარ შემთხვევაში უკან დახევას არ აპირებს. სრულად ერთმნიშვნელოვანია, რომ მისი რიტორიკა იქნება ისეთი, როგორიც არის, უბრალოდ ხანდახან მილიონ შემთხვევათაგან ერთში, თუ მასპინძელი კატეგორიულად მოითხოვს მისგან, რომ ის კონკრეტული ქვეყანა არ იყოს გამოყენებული შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგისთვის და თუ ასეთი ქვეყანა თურქეთია, რომელთანაც მათ სჭირდებათ დღეს ურთიერთობა, ის ამას ანგარიშს გაუწევს", - ამბობს თინა ხიდაშელი.

"ქართული ოცნება" ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძის სიტყვა თურქეთში განსხვავებული იყო - ივანიშვილის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის და ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ ანტალიაში  შეკრებილებმა ისედაც იციან და მასზე ხაზგასმა საჭირო აღარ იყო.

კობახიძის განცხადებები:

მსგავსი სიახლეები