ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი კილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა - გვარამია
ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი ქილერი, რომელმაც ფული ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით იშოვა - ასე ეხმაურება კოალცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გავარამია გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ განცხადებას ბიზნესმენის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
გვარამია "პირველებთან" ამბობს, რომ ადვოკატ რობერტ ამსტერდამის ინფორმაციები კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და რეალური საფრთხეა ის ყველაფერი, რაც უცხოელმა ადვოკატმა გაავრცელა, რადგან ოპოზიციონერის თქმით, ბაჩიაშვილმა ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ იცის ივანიშვილზე.
რობერტ ამსტერდამი არის ძალიან ცნობილი ადვოკატი დასავლურ სამაყროში და მისი ინფორმაციები არ ტოვებს კითხვის ნიშნებს. მეორე, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ცნობილი, მოდი ესე ვთქვათ ქილერი, რომელმაც ფული იშოვა ბევრ გვამზე ფეხების შეწმენდით და ეს გვამები შემთხვევით არ ყოფილი მის გზაზე ამას თვითონ უზრუნველყოფდა. რეალური საფრთხეა ეს ყველაფერი, როგორც ჩანს პლუს ამას მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ბაჩიაშვილმა ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი იცის ბიძინა ივანიშვილზე. როგორც კი ის მოხვდება დასავლეთის ტერიტორიაზე მის მიმართ ინტერესი გაჩნდება, სწორედ ამ ინფორმაციების მიმართულებით", - ამბობს ნიკა გვარამია.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უცხოელი ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი წერს, რომ ინფრომაცია ბაჩიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის სარწმუნო მუქარის შესახებ ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო.
ასევე ნახეთ:
- ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ
- ვინ ემუქრება ბაჩიაშვილს მკვლელობით? - ექსკლუზიური ინტერვიუ ბიზნესმენის უცხოელ ადვოკატთან