იმ ფონზე, როცა ივანიშვილს ბაჩიაშვილისგან თანხების ამოღება უნდა, არ არის გამორიცხული, რომ მისი მკვლელობა შეკვეთილი იყოს - ცისკარიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ რადგან ასეთი მაღალი სანდოობის მქონე იურისტი საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე, ე.ი. ამის საფუძველი და ეჭვები მართლაც არსებობს.
ცისკარიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მისი მილიარდების ყოფილი მმართველისგან ფულის ამორება სურს, ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ "ბაჩიაშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყოს".
ამ მაფიოზური, კლანური დაჯგუფებისგან, რეჟიმისგან გამორიცხული ნამდვილად არაფერია. რადგან ასეთი მაღალი სანდოობის და სერიოზული რეპუტაციის მქონე ადვოკატისგან მოვისმინეთ ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ესე იგი საფუძველი და ეჭვები არსებობს და ძალიან კარგი იქნება თუ ამით სხვადასხვა სახელმწიფოები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდებიან, რომ ამ ადამიანის გიორგი ბაჩიაშვილის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მას (ივანიშვილს) უნდა შურისძიება და მისგან თანხების ამოღება სუფთა რეკეტულ, მაფიოზური დამოკიდებულების პირობებში და ამ ფონზე, არც ის არ არის გამორიცხული, რომ მისი მკვლელობა იყოს შეკვეთილი", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უცხოელი ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი წერს, რომ ინფრომაცია ბაჩიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის სარწმუნო მუქარის შესახებ ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო.
ასევე ნახეთ: