სინდისის პატიმრების საქმე - ადვოკატები განმარტავენ, რატომ აღარ აკეთებს ბრალდების მხარე აქცენტს "ორგანიზებულობაზე"

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესზე დღეს პროკურატურას სიტყვა "ორგანიზებულობა" პრაქტიკულად არ უხსენებია.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდების მხარემ წინა პროცესებისგან განსხვავებით, დღეს მნიშვნელოვანი კომპონენტი ამოაკლო თავის პოზიციას.
შოთა თუთბერიძის განცახადებით, პროკურატურას არგუმენტში მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და სწორედ ამას უკავშირდება პოზიციის შეცვლა.
მნიშვნელოვანი კომპონენტი ამოაკლო წინა პოზიციას, რაც წინა პროცესზე ჰქონდა და დღეს წარმოდგენილი იყო აბსოლუტურად სხვა პოზიციით, ბუნებრივია კვლავ დაუსაბუთებლით, თუმცა მცდელობა ჰქონდათ რომ მორგებოდნენ იმ რეალობას, რომ ძალიან ბევრ არგუმენტში მათ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
დრეს რომ პროკურატურას აქცენტი პრაქტიკურლად არ გაუკეთებია "ორგანიზებულობაზე", - ამას "პირველებთან: საუბარში" აღნშნავს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილიც.
დღეს პროკურატურა ცდილობს გაფილტროს თავის სიტყვები იმისგან, რასაც ვერ დაადასტურებს - ამბობს უფლებადამცველი.
ძალიან ცოტა აქცენტი გააკეთა ორგანიზებულობაზე. ეს იმიტომ გააკეთა ჩვენი შეფასებით, რომ უკვე 5 თვე გადის და არცერთი კავშირი არ იკვეთება ამ პიროვნებებს შორის. დღეს პროკურატურა ცდილობს გაფილტროს თავის სიტყვები იმისგან, რასაც ვერ დაადასტურებს იმისგან, რასაც ვერ დაადასტურებს და ამას უკვე თავადაც ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვის მხარე რასაც ვსაუბრობთ, ის ყველაფერი არის სიმართლე", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
- დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმრის პროცესი დამსწრეებისთვის გახსნა
- ასევე, ნინო გალუსტაშვილმა დაკმაყოფილა შუამდგომლობა და მოსამართლე შვანგირაძის მიერ დარბაზიდან გაძვებეული რეზო კიკნაძე სხდომაზე დააბრუნა.
შეგახსენებთ, რომ კიკნაძის გაძევების შემდეგ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის დარბაზის კარი არ გახსნა.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.