რატომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა ახლა - რას ამბობს ღარიბაშვილი
რატომ გადაწყვიტა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლა? - ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების გასახმოვანებლად კარგი დრო შეარჩია.
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში "მშვიდი ვითარებაა" და მისი თანამდებობიდან წასვლა უადგილო არ იყო.
დღეს ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ქვეყანაში არსებული ვითარება შეახსენეს, თუმცა მან თქვა: "რა ხდება ქვეყანაში? კარგი ამინდია..."
რა ხდება ახლა? რა ხდება ამიხსენით. ახლა ქვეყანაში ვფიქრობ, მშვიდი სიტუაციაა ქვეყანაში, კარგი ამინდია. არჩევნებში მოემზადეთ და მიიღეთ მონაწილეობა. მე აღარ მინდა პოლიტიკაში დარჩენა, მე მინდა, რომ დავისვენო, ოჯახს მივხედო, - ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.