ჩვენი პარტნიორების მხრიდან "ქართუ ბანკის" როლი შესწავლილი იქნება - ეკა გიგაური

01.05.25 15:54
ჩვენი პარტნიორების მხრიდან "ქართუ ბანკის" როლი შესწავლილი იქნება - ეკა გიგაური

"ეს ცარიელი სიტყვები არ არის" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც EPP მოითხოვს, ივანიშვილის ბანკი SWIFT-იდან გათიშონ და დაუბლოკონ Visa/MasterCard-ი.

ეკა გიგაურის განცხადებით, "ქართუ ბანკის" როლი პარტნიორების მხრიდან სრულად იქნება შესწავლილი: 

"ქართუ ბანკის" როლი იქნება კონკრეტულად შესწავლილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. არცერთი ორგანიზაციის და არცერთი პირის დასანქცირება არ ხდება ამ ორგანიზაციაზე ან პირზე კონკრეტული გამოძიების ჩატარების გარეშე. ივანიშვილს ფინანსური ინსტიტუტების მის გარშემო სჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს, კონკრეტული ფულის ნაკადები გადარიცხოს და ა.შ.. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესწავლილი იქნება. დაველოდოთ. ეს ფრაზები ტყუილი არ არის. როდესაც რაღაც ითქმება, ამის უკან სერიოზული მოკვლევები დგას და როცა კეთდება ამ შემთხვევაში ხომ კიდევ უფრო მეტი მოკვლევაა". - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია მიიღო - EPP მოითხოვს, რომ ივანიშვილის "ქართუ ბანკი" SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშონ. 

რა წერია დოკუმენტი? - სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები