მწარიაშვილი დგებუაძეს: "ბატონო ირაკლი, ყური ახლაც წითელი გაქვთ თქვენ"

08.05.25 17:30
მწარიაშვილი დგებუაძეს: "ბატონო ირაკლი, ყური ახლაც წითელი გაქვთ თქვენ"

"ბატონო ირაკლი, ყური ახლაც წითელი გაქვთ თქვენ" - ასე მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსს მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. 

დღეს ირაკლი დგებუაძემ  თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შემდეგ მან ტკივილი განიცხადა და ყური გაუწითლდა: 

  • "რამოდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს, დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრა რომ ყურზე სიწითლე გაქვსო. შესაბამისად, ესე იგი მქონდა. მე ვერ ვხედავდი. მე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე რომ რეალურად, ყურის ამ ნაწილში მქონდა სიწითლე" - აღნიშნა დღეს სასამართლოს წინაშე ირაკლი დგებუაძემ.

"აქ ცხელა" - უპასუხა ადვოკატის რეპლიკას ირაკლი დგებუაძემ. 

მაია მწარიაშვილი: ზუსტად აქეთ მივდივარ, მაშინ იანვარი იყო… 

ირაკლი დგებუაძე: იანვარში არ ცხელოდა.

ასევე ნახეთ: