მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, სინდისის პატიმარი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
სახელმწიფო ბრალდება კაციას მიმართ კვლავ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.
სხდომაზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ნიკა კაციამ.
ვერ ვიგებ ვერასდროს, რას ნიშნავს განმეორებითი დანაშაულის ჩადენა. იმიტომ ვიცავ ჩემს ტავს, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და ზუსტად ეს არის ამ ცხოვრების ამაოება, რის გამოც მე აქ ვზივარ. შესაბამისად, ერთი დანაშაულცი არ არსებობს, რომელიც დამტკიცდა ოდესმე. მესმის, ყოველთვის დისტანცირდებით, როდესაც ამ ადამიანობას ვუსვამ ხაზს, მაგრამ როგორც ადამიანი, ვიდრე მანტიას გაიხსენებთ, ჯერ ხომ ადამიანი ხართ და მერეა ყველანაირი რეგალია. ვიხვეწები ადამიანებო, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს გამოძება რომ დაწყებულიყო, მე ზუსტად ვიცი, რომ სამართლიანი სასამართლსო პირობებში მე დღეს არ ვიქნებოდი", - თქვა ნიკა კაციამ სასამართლოზე.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.