მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოწმე მოსამართლემ პროცესებიდან ჩახსნა
მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოწმე მოსამართლე ნინო სახელაშვილი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესებიდან ჩახსნა. მოწმეებს შორის იყო გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ოპერ თანამშრომელი, ვლადიმერ ჩიტაია, რომლის პატაკიც დევს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში.
- პატაკში ჩიტაია ირწმუნება, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის დავალება მიიღო, ოღონდ ამის შესახებ ჩიტაია პატაკში უკვე მომხდარიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ წერს. დღეს მის დაკითვას ყველა ელოდა, მათ შორის დაცვის მხარეც.
პროკურატურამ იმიტომ მოხსნა ყველა მოწმე, რომ ან ის მოწმეები ისევე ალაპარაკებოდნენ წესიერად, როგორც ალაპარაკდა დღეს ექსპერტი ან ყველა მოწმე იქნებოდა ცრუ მოწმე, როგორებიც აქამდე ვნახეთ"- ამბობს ზვიად ქორიძე.
პროკურატურა ირწმუნება, რომ დასაკითხ პირთა სია იმიტომ მოიხნა, რომ აღნიშნული 9 პირი, ზუსტად იგივეს ადასტურებენ, რაც სხვა არაერთი მოწმის მიერ უკვე დადასტურებულია.
ის მოწმეები რომლებიც მითითებული იყო დასაკითხ პირთა სიაში და ბრალდების მხარემ დღევანდელ სხდომაზე მოხსნა, ადასტურებდნენ ზუსტად იგივე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დადასტურებულია სხვა არაერთი მოწმის ჩვენებით, ამან განაპირობა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება.
- დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმა, რომელმაც თქვა, რომ "სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის", ასევე გივი ჩხარტიშვილმა არ გამორიცხა, რომ ირაკლი დგებუაძე სიმულირებდეს.
საქმის პროკურორი ექსპერტის ჩცვენების საპასუხოდ ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ექსპეტიზა 12 იანვარს დღის საათებში ჩაუტარდა, ფაქტი კი 12 იანვარს ღამის დაალოებით პირველ საათზე მოხდა, ამიტომაც ახლა ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ "ბუნებრივია სიწითლის შენარჩუნება, რაც დგებუაძეს აღენიშნებოდა ამდენი საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო"
პროკურორს კითვები დაუსვა სასამართლოს დარბაზში მყოფმა გელა მთივლიშვილმა და ჰკითხა, როდის გათავისუფლდება მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. მთივლიშვილმა საქმის პროკურორს პირდაპირ უთხრა, რომ ექსპერტის დღევანდელი ჩვენების შემდეგ, პატიმარი ჟურნალისტი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
რატომ გყავთ უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი? ხომ დაადსტურდა დღევანდელი ექსპერტის ჩვენებითაც, რომ თქვენს არანაირი სილის გაწვნის შედეგად, თქვენს პოლიცმაისტერს, დგებუაძეს არ მიუღია არანაირი დაზიანება. თქვენი ბრალდება ემყარება ცრუ რაღაცებს, სიგიჟეებს, მეტს არაფერს, "დიფ სთეითები" და რაღაც მოჩვენებები რომ ჰქონდა თქვენს ოზურგეთის პოლიციას. როდის გამოუშვეთ და მოითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას?- უთხრა მთივლიშვილმა პროკურორს.
ასევე ნახეთ:
- "სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის" - ექსპერტი დგებუაძის ლოყაზე
- მზია ამაღლობელს სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა - სამედიცინო ექსპერტი
- მზია ამაღლობელის საქმე - ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დგებუაძე "სიმულირებდეს"
- "სიწითლე მეც მაქვს ალბათ ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის გაურტყამს" - ექსპერტი მზია ამაღლობელის სასამართლოზე
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებოდნენ, სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.