ექსპერტისგან „მთავარი პასუხი“ მივიღე - მზია ამაღლობელის ადვოკატი
მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მან დღეს სამედიცინო ექსპერტისგან „მთავარი პასუხი“ მიიღო.
საუბარია ირაკლი დგებუაძის შესაძლო სიმულაციის შესახებ დასმულ კითხვაზე, რა დროსაც სამედიცინო ექპერტმა, გივი ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძე შესაძლოა, სიმულირებდეს.
ბრალდება ეცადა, რომ ტკივილის მიმართულებით კითხვები დაესვა, თუმცა მთავარი პასუხი მივიღე ექსპერტისგან, მე მას, პირდაპირ ვკითხე, ბატონი დგებუაძე რომ სიმულირებდეს, როგორც ყურის შემთხვევაში, ისე ლოყის ტკივილის ნაწილში, რა მექანიზმი არსებობს რომ გამოვიცნოთ, ან შეიძლება თუ არა რომ სიმულირებდეს? და მან დამიდასტურა, რომ დიახ, 100%-ით ბატონი დგებუაძე შეიძლება სიმულირებდეს, როგორც ლოყის, ისე ყურის ნაწილში. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი პასუხი“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმა, რომელმაც თქვა, რომ "სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის".
- "სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის" - ექსპერტი დგებუაძის ლოყაზე
- მზია ამაღლობელს სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა - სამედიცინო ექსპერტი
- მზია ამაღლობელის საქმე - ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დგებუაძე "სიმულირებდეს"
- "სიწითლე მეც მაქვს ალბათ ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის გაურტყამს" - ექსპერტი მზია ამაღლობელის სასამართლოზე
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებოდნენ, სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.