მარიზი კობახიძე: მეშინია, რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს ივანიშვილის ხელში

30.06.25 23:29
მარიზი კობახიძე: მეშინია, რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს ივანიშვილის ხელში

"მეშინია, რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს ივანიშვილის ხელში" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ის პოლიტიკურად ვერ იბრძოლებს, თუმცა იბრძოლებს პოლიტიკოსებთან ერთად და პატიმრების ოჯახის წევრებს რაც შეეძლებათ იმას გააკეთებენ. 

მე ახლა აქ გავიგე, რომ ელენემ [ხოშტარიამ] შეწყვიტა შიმშილობა და ძალიან გამიხარდა, რომ შეწყვიტა შიმშილობა და თან პარალელურად, ეს პარტიები, რვა პარტია, გამიხარდა, რა თქმა უნდა და ჩემთვის იმედია იმიტომ, რომ მე არა მარტო იმიტომ, რომ ტორნიკეა ციხეში და ჩემ შვილზე ვიტყვი და მასთან ერთად სხვა ბიჭები, მე ძალიან განვიცდი საქართველოს მდგომარეობას. 

ხანდახან აღარც ვფიქრობ ხოლმე თორნიკეზე იმიტომ, რომ ამისი უფრო მეშინია, რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს ივანიშვილის ხელში. ეს არაფრით არ უნდა მოხდეს. 

მე ვერ ვიბრძოლებ პოლიტიკურად, მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებ პოლიტიკოსებთან ერთად, სულ სულ, მუდამ ვიბრძოლებ და რაც შეგვეძლება ჩვენ, ოჯახის წევრებს, გავაკეთებთ იმას," - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, რვა ოპოზიციურმა პარტიამ თვითმმართველოსბი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა

მსგავსი სიახლეები