პოლიციელი, რომელიც პენსიონერ კაცზე ძალადობაშია მხილებული (ფოტო)
სოციალურ ქსელში ძალადობაში მხილებული პოლიციელის ფოტო ვრცელდება - მოქალაქეების თქმით, სწორედ შსს-ს აღნიშნულმა წარმომადგენელმა იძალადა თბილისის ცენტრში, ამაღლების ქუჩაზე პენსიონერზე, რის შემდეგაც კაცმა გონება დაკარგა.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სოციალაურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დააკავეს ძალადობრივი გზით კაცი, რომელიც მოქალაქეს გამოესარჩლა, რომლის დაკავებასაც სავარაუდოდ პოლიცია აპირებდა.
თვითმხილველთა მონათხრობით, მან პოლიციელს უთხრა, რომ ამის გამო პასუხს აგებდნენ, ამის შემდეგ კი კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ მამაკაცთან სამართალმდაცველი მიდის, ხელებს უგრეხს, ყელში წვდება და ძალის გამოყენებით ხელბორკილებს ადებს, რის შემდეგაც პენსიონერს გული მისდის და იკეცება.
ადგილზე აღნიშნულ ფაქტს მოქალაქეების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ხალხი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.
ასევე ნახეთ: