"პოლიციამ დამიწყო ჭიდაობა, მტენიდნენ მანქანაში, გავხდი ცუდად, ახლა მეუბნებიან პოლიციაში უნდა გადაგიყვანოთო" - პენსიონერის პირველი კომენტარი

11.07.25 17:37
"პოლიციამ დამიწყო ჭიდაობა, მტენიდნენ მანქანაში, გავხდი ცუდად, ახლა მეუბნებიან პოლიციაში უნდა გადაგიყვანოთო" - პენსიონერის პირველი კომენტარი

 

 

პენსიონერი, რომელმაც პოლიციის ძალისმიერი დაკავებისას გონება დაკარგა და წაიქცა, "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს. 

კაცი ამბობს, რომ გონს ხალხის დახმარებით მოვიდა. პენსიონერი დეტალურად იხსენებს, როგორ გამოესარჩლა ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციასთან შელაპარაკება ჰქონდა, ამის შემდეგ კი როგორ იძალადა მასზე სამართალდამცველმა და როგორ უპირებდა ძალით მანქანაში ჩატენვას.

ახლა მეუბნებიან პოლიციაში უნდა გადაგიყვანოთო, რატომ უდნა გავყვე? იმიტომ, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ? - ამბობს პენსიონერი. 

დავინახე, რომ ზემოდან მოდიოდა მსუბუქი მანქანა, უკან მოსდევდა პოლიცია, ასიგნალებდა, მერე რა მხოდა არვიცი, მაღაზიაში შევედი, ცუდად ვიყავი ძალიან, გამყიდველი მიცნობს, შეგიძლიათ უთხრა, წყალი მოვთხოვე, თავბრუ მეხვეოდა, დამაწყნარა, გადმოვედი ისევ გზაზე, ისევ იდგნენ ამ პატარა ბიჭს პოლიციელები ეჭიდავებოდნენ და ტენიდნენ მანქანაში. ვუთხარი, რატომ ეჩხუბებით-მეთქი, წყნარად უთხარი, კაცურად, შენ ეს დააშავეო, შენ ვინ გეკითხებაო, მე ვუთხარი, მე კი არ მეკითხება შვილო, მე ხალხი ვარ-მეტქი და მოვა დრო ეს ხალხი ყოფას გიტირებთ ყველას-თქო. ეს როგორც ვუთხზრაი, მითრეს შემაგინეო, თურმე ყოფის ტირება და თუნდაც, დედის ტირება ყოფილა გინება. დამავლეს ხელი, დამადეს ხელბორკილები, დამიწყეს ჭიდაობა, მტენიდნენ მანქანაში და გავხდი ცუდად, წავიქეცი, მერე აღარ მახსოვს, მერე ხალხმა დამალევინა წამლები და მომიყვანა გონზე, ახლა მეუბნებიან, პოლიციაში უნდა წაგიყვანოთო. რატომ უნდა წავყვე? იმიტომ, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ? არ მივყვები და დგანან აქ", - ამბობს პენსიონერი. 

სოციალურ ქსელში ძალადობაში მხილებული პოლიციელის ფოტო ვრცელდება - მოქალაქეების თქმით, სწორედ შსს-ს აღნიშნულმა წარმომადგენელმა იძალადა თბილისის ცენტრში, ამაღლების ქუჩაზე პენსიონერზე, რის შემდეგაც კაცმა გონება დაკარგა. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სოცილაურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დააკავეს ძალადობრივი გზით კაცი, რომელიც მოქალაქეს გამოესარჩლა.

თვითმხილველთა მონათხრობით მან პოლიციელს უთხრა, რომ ამის გამო პასუხს აგებდნენ, ამის შემდეგ მამაკაცთან სამართალმდაცველი მივიდა, ხელები გადაუგრიხა, ყელში წვდა და ძალის გამოყენებით დაადო ხელბორკილები.

ამ დროს კადრებში ჩანს, როგოც მისდის გული პენსიონერს და როგორ იკეცება. 

ადგილზე აღნიშნულ ფაქტს მოქალაქეების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ხალხი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა. 

 

მსგავსი სიახლეები