სასამართლოში თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული გიორგი დუმბაძის და დათუნა დანელიას პროცესი მიმდინარეობს

26.07.25 17:12
სასამართლოში თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული გიორგი დუმბაძის და დათუნა დანელიას პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი აქტივისტის, გიორგი დუმბაძის და დათუნა დანელიას პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს.

"პირველების" კორსპოდენტის ცნობით, სხდომაზე უკვე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები, რომლებმაც სასამართლოს უთხრეს, რომ ორივე დაკავებული აქტივისტი 24 ივლიის ღამეს აფრიკის დასახლებაში ქალებს იცავდნენ. თავად ბრალდებულებმაც ისაუბრეს პროცესზე და სასამართლოს უთხრეს, რომ პოლიცია თვალჭრელიძის ქუჩაზე ძალადობრივად მოქმედებდა. 

ამ წუთებში მოსამართლე ისმენს საპატულო პოლიციის იმ თნამშრომლებს, რომლებცი ამტკიცებენ, რომ გიორგი დუმბაძე და დათუნა დანელია პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ.

ცნობისთის, დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულებიდან 4 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გადადო. იმავე მოსამართლემ დრეს სხდომათ დარბაზიდან გაათავისუფლა 3 გამოსახლებული, მამა და ორი შვილი. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ კი ორი გამოსახლებული პირი, რომელიც პოლიციამ 24 ივლისს დააკავა, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. 17 დაკავებულიდან ერთ-ერთი გამოსახლებული, ხუთი შვილის დედა გუშინ ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. "პირველების" ინფორმაციით, დღეს რამით ხელწერილით გაათავსიუფლებენ ასევე კიდევ ერთ გამოსახლებულ მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ დააკავა.