მოსამართლე ცეკვევამ დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე 5000-5000 ლარით დააჯარიმა

26.07.25 17:57
მოსამართლე ცეკვევამ დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე 5000-5000 ლარით დააჯარიმა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულ ორი აქტივისტი, გიორგი დუმბაძე და დათუნა დანელია სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის,5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ამავე მოსამართლემ ორი გამოსახლებული პირი, რომელიც პოლიციამ 24 ივლისს დააკავა, 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთის, დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულებიდან 4 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გადადო. იმავე მოსამართლემ  სხდომათ დარბაზიდან გაათავისუფლა 3 გამოსახლებული, მამა და ორი შვილი.

17 დაკავებულიდან ერთ-ერთი გამოსახლებული, ხუთი შვილის დედა გუშინ ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. "პირველების" ინფორმაციით, დღეს რამით ხელწერილით გაათავსიუფლებენ ასევე კიდევ ერთ გამოსახლებულ მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ დააკავა. 

24 ივლისს თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ოჯახების გამოსახლებისას შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 17 მოქალაქე დააკავა. ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელმაც 4 დაკავებული მოინახულა, "პირველებს" განუცხადა, რომ დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.