დგას თუ არა თვალჭრელიძის ქუჩაზე იძულებითი გამოსახლების უკან ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები? - რას ამბობენ კორუფციის მკვლევარები
დგას თუ არა თვალჭრელიძის ქუჩაზე იძულებითი გამოსახლების უკან ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები? კითხვა აქტუალური შაბათის ეთერში გასული ხმაურინი რეპორტაჟის შემდეგ გახდა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ თვალჭრელიძის 1 ნომერში 2015 წლიდან იგეგმებოდა ევროპული სტანდარტის ფარმაცევტული ქარხნის აშენება, რაც წამლების ფასს ქართულ ბაზარზე 30%-ით შეამცირებდა.
მისივე თქმით, პროექტი ორ ეტაპად იყო დაგეგმილი – ჯერ იაფი წამლების შემოტანა, შემდეგ კი ქარხნის აშენება. თუმცა „ჰუმანითი ჯორჯიამ“ იმდენად უხარისხო წამლები შემოიტანა, რომ მათი რეალიზაცია ვერ მოხერხდა და მეორე ეტაპი შეჩერდა.
თვალჭრელიძის 1 ნომერში 2015 წლიდან იგეგმებოდა, ყოველ შემთხვევაში, დაიწყო მოლაპარაკებები, ევროპული სტანდატის ფარმაცევტული კომპანია, როგორც წამლების შემოტანის მხრივ, ასევე ევროპული სტანდარტის ქარხანა უნდა აშენებულიყო, რაც ქართულ ბაზარზე წამლების ღირებულებას 30%-ით შეამცირებდა. ტერიტორია ეკუთვნოდა შპს "აგრეგატს" და "ჰუმანითი ჯორჯიამ" 900 ათას ლარად იყიდა, თუმცა ეს 900 ათასი ლარიც ვერ გადაიხადა. სექტემბერში უკვე ეს ტერიტორია,რომელი 900 ათას ლარად იყიდა "ჰუმანითი ჯორჯიამ" განვადებით, უკვე 12 მლნ დოლარად არის შეფასებული და 12 მლნ დოლარის გირავნობაა გაკეთებული.
ორ ეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე იაფი წამლების შემოტანა უნდა განხორციელებულიყო, მეორე ეტაპზე უკვე ქარხნის მშენებლობა. თუმცა, იმდენად უხარისხო წამლები შემოიტანა "ჰუმანითი ჯორჯიამ", რომ მემგონი, რეალიზაციას ვერ მოახერხა, ჩემი ინფორმაციით. მეორე ეტაპი უკვე აღარ შედგა და გაწყდა ურთიერთობა.
ასე მოხდა ამ ტერიტორიის მეშვეობით ფულის გათეთრება თუ ფულის შოვნა, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.
შაბათს ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 მარტს, ანუ იქამდე 5 თვით ადრე, ვიდრე ამ ტერიტორიიდან ხალხს გამოსახლებდნენ, ვანო ჩახრტიშვილმა ხელშეკრულება აზერბაიჯანელ ბიზნესმენთან გააფორმა, რომლის კომპანიაც, ერთი დღით ადრე, 10 მარტს არის რეგისტრირებული.
კორუფციის მკვლევარებს უჩნდებათ კითხვა: დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფონზე, რატომ უნდა გაეფორმებინა ჩხარტიშვილს აღნიშნული ხელშეკრულება ერთი დღით ადრე დაფუძნებულ კომპანიასთან.
ლილე ლიპარტელიანი ფიქრობს, რომ ტერიტორიის გადაფორმება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ გამოსახლების პროცესი ვანო ჩახრტიშვილთან არ ყოფილიყო აფილირებული.
2022 მოხდა, რომ ივანე ჩხატიშვილი თავის შვილებთან ერთად გამოჩნდა უკვე საჯაროდ ამ ტერიტორიის მფლობელობაში. თუმცა, დოკუმენტაციით ჩანს, რომ 2025 წლის 11 მარტს მიჰყიდა აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელიც 2025 წლის 10 მარტს აის დაფძნებული, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს იყო მხოლოდ გადაყიდვა და თავიდან აცილება, რომ თვითონ არ ჩანდეს ამ ადამიანების ასე უხეშად, უაპელაციოდ გამოყრის უკან არ იდგეს ვანო ჩხარტიშვილი და გადაბრალდეს ვიღაც აზერბაიჯანულ კომპანიას იმდენად, რამდენადაც 12 მლნ-ად არის გადაყიდული. გონივრული ეჭვია, რომ უბრალოდ, გადაფორმება მოხდა ამ ტერიტორიის, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი აფილირებული არ ყოფილიყო ვანო ჩხარტიშვილთან, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.
"შაბათის ეთერი" ასაჯაროებს თბილისი საკრებულოს მიერ 2023 წლის 25 აგვისტოს დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელის თანახმად, თვალჭრელიძის 1 ნომერში, 7 საცხოვრებელი კორპუსის აშენებას, თბილისის საკრებულომ მწვანე შუქი აუნთო.
გეგმის მიხედვით, თითოეული კორპუსი მაქსიმუმ 14 სართულიანი უნდა იყოს, რადგან შენობები აეროპორტის რეგულირების ზონაში ექცევა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" 2015 წლის დაპირებით, აგრეგატის ქარხნის ყოფილი ტერიტორიაზე ფარმაცევტული საწარმო უნდა გახსნილიყო, მაშინ ეს ტერიტორია, ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩთან დაკავშირებული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" გადაეცა.
ამჟამად, 45 ათას 801 კვადრატული მეტრი ტერიტორია 5 შენობა ნაგებობით ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, "ბლექსი ფროფერთის" საკუთრებაა. ახლა ეს კომპანია აზერბაიჯანის მოქალაქე - აბულფაზ მელიკოვის სახელზეა გაფორმებული. აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამ კომპანიაში 2 წლის წინ გამოჩნდა.
საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, "ბლექსი ფროფერთისი" 2023 28 დეკემბრამდე ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრის, ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო. დოკუმენტების მიხედვით, ჩხარტიშვილმა ტერიტორია, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და დევნილების საცხორევბლებიიყო 12 მილიონ დოლარად გაყიდა.